საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ზაფხულის სკოლა 2023 (მდგრადი განვითარება | პროექტების ბანაკი)

ძვირფასო მოსწავლეებო თსუ საბავშვო უნივერსიტეტი გიწვევთ საზაფხულო სკოლაში, სადაც თქვენთან ერთად განვიხილავთ გაეროს მდგრადი განვითარების კონცეფციის მე-17 პუნქტს - თანამშრომლობა საერთო მიზნებისათვის. 

ზაფხულის სკოლის ფარგლებში შესაძლებლობა გექნებათ შეისწავლოთ პროექტის წერა, ყველა საჭირო ინსტრუმენტით, რომელიც გამოგადგებათ აქციოთ თქვენი იდეა პროექტად და მოიპოვოთ ამ პროექტის განხორციელების მხარდაჭერა დასავლური ინსტიტუტებისგან.
იმისათვის რომ გახდეთ მონაწილე საბავშვო უნივერსიტეტის პროექტების ბანაკისა, უნდა გაიაროთ მარტივი რეგისტრაცია და გაგვიზიაროთ თქვენი მოტივაცია, თუ რატომ გსურთ ამ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა.
რეგისტრაციის ვადები: 5-18 ივნისი

>> სარეგისტრაციო ბმული << 
20 ივნისს რეგისტრირებულ შერჩეულ მოსწავლეებთან შედგება დისტანციური საორგანიზაციო ხასიათის შეხვედრა და ვისაუბრებთ მდგრადი განვითარების ძირითად პრინციპებზე(შერჩეულ მოსწავლეებს ეცნობებათ შეხვედრის ზუსტი დრო და ლინკი).
ზაფხულის სკოლა იფუნქციონირებს 26-30 ივნისს, ყოველ დღე 11:00 საათიდან 14:00 საათამდე.
მის: ჭავჭავაძის 1.

გაითვალისწინეთ ზაფხულის სკოლა უფასოა, თუმცა საბავშვო უნივერსიტეტი არ უზრუნველყოფს მონაწილის ტრანსპორტირებასა და ცხოვრების ხარჯებს.

თარიღი: 05/06/2023